"გიორგის ნახვა უფრო გამიხარდა "პრაიმ ჰაუსში", ვიდრე მონაწილეების. არც ერთი არ მომწონს. ჩვენ ვჯობდით" - ანი ყიფშიძე მეორე სეზონს განიხილავს

ani

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონი გახურებას იწყებს. მონაწილეები სახლში თავის დამკვიდრებას ცდილობენ; არის ხმაური, ტერიტორიების "მოზომვა", დაჯგუფებების შეკვრა...

საინტერესოა, უყურებს თუ არა პირველი სეზონის ფინალისტი, ანი ყიფშიძე რეალითს. როგორც მან "პრაიმტაიმს" გაუმხილა, არც ერთი მონაწილე არ მოსწონს ორი გამონაკლისის გარდა...

ანი ყიფშიძე: "პრაიმ ჰაუსს" ვუყურე და თითქმის არავინ არ მომწონს. პირველი სეზონის მონაწლეები ვჯობდით. გამოვარჩევდი გიორგი ბრეგვაძეს, ჭკვიანი ბიჭია, თან ყველაზე პატარაა. და ის, რომ თითქოს ევა ქეცბაიას მე მამსგავსებენ, ტიპაჟურად საერთოდ ვერ ვიმსგავსებ. ლენუკა ყიფშიძე მომწონს. ყველას ჯობია. 

გამოგიტყდებით და, გიორგი ნაზღაიძის დანახვა უფრო გამიხარდა ამ შოუში, ვიდრე მონაწილეების. მომწონს წამყვანის ამპლუაში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ის წამყვანობას თავს კარგად გაართმევდა. სიმპათიურია, ეკრანს უხდება, სხვადასხვა ამპლუასაც ირგებს. ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვაქვს. გიორგიმ დამბლოკა. რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, მე ის მაინც მაინტერესებს და შოუს მაყურებელი თუნდაც მისი გულისთვისაც ვიქნები.

ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება, სახლიდან არ გავდივარ. არ მომწონს პოპულარობა და ქუჩაში ზედმეტი ყურადღება. მოდიან, მკოცნიან და არ მსიამოვნებს. უცხოების ხვევნა-კოცნა, რა მოსაწონია. როგორც ვაკვირდები, ადრე უფრო უკეთ ვცხოვრობდი.