საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
„პრაიმ ჰაუსის“ საფინალო სეზონში ნიკო ქართველი და სალომე უშხვანიც იქნებიან. ამის შესახებ პროექტის ყოფილმა მონაწილემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
უშხვანის თქმით, წყვილი ერთი ხმით ისარგებლებს და შესაბამისად, პროექტში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან.
„ვთქვი, ძალიან უნდა მიღირდეს, პროექტში რომ შევიდე მეთქი. მოლაპარაკება შედგა. მიღირს, რომ ავიტანო იქაურობა რაღაცისთვის... დანარჩენ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. მთავარია, რომ მე ყველაფრით დაკმაყოფილებული ვარ. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ესაა თქვენი აზრი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
არაერთი მოლაპარაკების შემდეგ საერთო საკითხზე შევჯერდით, გამომდინარე აქედან, მე შევცვლი გადაწყვეტილებას, უბრალოდ თქვენი, გულშემატკივრების აზრი მაინტერესებს, რადგან ჩართულები იქნებით თქვენც და ეს გასათვალისწინებელია. მაინტერესებს, გინდათ თუ არა ჩემი ხილვა ეკრანზე, „პრაიმ ჰაუსში“...
საუბარია ჩემი და ნიკოს შესვლაზე, ოღონდ ერთი ხმით. შესაბამისად, ოქროები და გულიანები არ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვართ ერთი ძალა და გვამოძრავებს ერთი მიზანი. მე და ნიკო ერთმანეთის კონკურენტები არც ერთ სიტუაციაში არ ვართ“, - თქვა სალომე უშხვანმა.
ვრცლად ↓
ასევე ნახეთ:
„ახლობლები გაგიწევენ დახმარებას ბიზნესსა და პირად საქმიანობაში“ – ვის რა ელის ერთი კვირის მანძილზე