დასახელდა 2027 წლის იღბლიანი ფერები

ferebi

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2027 წელი ცეცხლოვანი თხის წელია, რომლის მთავარ იღბლიან ფერად წითელი და მისი ელფერები - ალისფერი და შინდისფერი - სახელდება.

წითელი ცეცხლის სტიქიას უკავშირდება და ენერგიის, სიცოცხლისუნარიანობისა და დაცვის სიმბოლოდ მიიჩნევა.

2027 წლის იღბლიან ფერებს შორის ასევე სახელდება ოქროსფერი, ყვითელი და ტერაკოტა. ეს ფერები მიწის სტიქიას უკავშირდება და, აღმოსავლური ტრადიციების თანახმად, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ბარაქის სიმბოლოებია.

დამატებით იღბლიან ფერებად ორაგულისფერი და იასამნისფერი მიიჩნევა, რომლებიც ცეცხლოვანი თხის შემოქმედებით, მშვიდ და ჰარმონიულ ბუნებას გამოხატავს.

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2027 წლის ჩინური ახალი წელი 6 თებერვალს დაიწყება.

✕