სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ბევრი ადამიანი რეცხვის დროს ქსოვილის დამარბილებელ საშუალებას იყენებს, რომლის დეფიციტიც მაღაზიებში ნამდვილად არ არის, თუმცა ბევრი დიასახლისი ეძებს სწორედ ნატურალურ, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო საშუალებებს. ერთ-ერთი მათგანი, დაფნის ფოთოლი, ბოლო დროს განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს, წერს Fakt.pl.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოგვადგეს ჩვეულებრივი დაფნის ფოთოლი, რომელიც ძირითადად ცნობილია, როგორც კერძების სანელებელი.
„საკმარისია 3–5 დაფნის ფოთოლი მოათავსოთ პატარა ქსოვილის ტომარაში ან სარეცხის ბადეში და ჩადოთ დოლურაში ტანსაცმელთან ერთად. სითბოსა და ტენიანობის ზემოქმედებით ფოთლები გამოყოფენ ბუნებრივ ეთერზეთებს, რომლებსაც გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო და გამაგრილებელი თვისებები“, - ნათქვამია სტატიაში.გგამოცემაში განმარტავენ, რომ მაღაზიაში ნაყიდი ქსოვილის გასავლები საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი არომატი აქვთ, შეიცავენ საკმაოდ ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაც შეუძლიათ კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით ბავშვისა და მგრძნობიარე კანის. გარდა ამისა, ავტორის თქმით, ასეთი საშუალებების ხშირი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს სარეცხი მანქანის მდგომარეობაზე: ეს პროდუქტები ილექება დოლურაში და მილებზე, რაც მათ უფრო სწრაფ ცვეთას იწვევს.
„ამის სანაცვლოდ, ღირს შინაურ საშუალებებს მივმართოთ. დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ აახლებს, არამედ, როგორც ამტკიცებენ, ეხმარება სარეცხი მანქანის უკეთეს მდგომარეობაში შენარჩუნებასაც. ამ ნატურალური დანამატის რეგულარული გამოყენება აფერხებს სოკოებისა და ბაქტერიების განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც ტანსაცმლის, ისე თვითონ მოწყობილობის სისუფთავეს“, - აღნიშნულია მასალაში.
დაფნის ფოთლის გარდა, რეცხვისას გამოცემა გვირჩევს რამდენიმე სხვა ნატურალური ინგრედიენტის გამოყენებასაც. კერძოდ, საჭმელი სოდა, რომელიც ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და არბილებს წყალს. ავტორის თქმით, საკმარისია 1–2 სუფრის კოვზი სოდის ჩაყრა სარეცხი მანქანის დოლურაში.
ქსოვილის დამარბილებლის ალტერნატივად ასევე რეკომენდებულია სპირტიანი ძმრის გამოყენება თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად, მაგალითად, ლავანდის ან ლიმონის. ეს დაეხმარება ქსოვილების დაბილებასა და მათთვის ახალი არომატის მინიჭებაში.
ყველა ეს დანამატი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული რეცხვისას, კანისა თუ სარეცხი მანქანის დაზიანების შიშის გარეშე.