"მითხრა, რომ ჩემი თაყვანისმცემელია და დამხატა" - ვინ დახატა თამარ ივერი

iveri

მხატვარმა მამუკა გიორგაძემ თამარ ივერის პორტრეტი დახატა. მამუკა უმეტესწილად პორტრეტებს ხატავს, მათ შორის, ცნობილი ქალბატონებისას. როგორც ივერი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს ორი წლის წინანდელი ნამუშევარია, უბრალოდ ფეისბუზე ახლა გააზიარა.

თამარ ივერი: მამუკამ ჩვენი საერთო მეგობარი დახატა, რომელიც მომეწონა. შემდეგ მე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი, როგორც მომღერლის, თაყვანისმცემელია და სურდა დავეხატე. რამდენიმე ფოტო მივეცი და იქიდან დამხატა. სახე ერთი ფოტოდან აიღო, დანარჩენი მისი ფანტაზიის ნაყოფია. უზარმაზარი ნახატია, თუ არ ვცდები, მეტრონახევარი მეტრონახევარზე. სახლში მიკიდია.

ნახატზე ბევრად გამხდარი ვარ, ლამაზად ვყავარ დახატული. მომწონს, კარგი ნამუშევარია. იერით მგავს. საერთოდ, ადამიანს თითქმის ყოველთვის აქვს ის მომენტი, რომ ნახატი ბოლომდე მას არ ჰგავს. მეუბნებიან, რომ მგავს. ხასიათი არის დაჭერილი. მან ასე დამინახა, მხატვრის ხედვაა. 

მამუკას ხელწერა მე მომწონს. თითქოს შავთეთრ სტილში ხატავს. ბევრი ცნობილი ქალბატონი ჰყავს დახატული.  არაორდინალური პიროვნებაა. ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდა. საინტერესო და კოლორიტული ადამიანია.