პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას ქადაგაბის ვიდეო ვრცელდება, სადაც მოძღვარი რუსეთზე, ევროპასა და აშშ-ზე საუბრობს.
ქადაგებას თამარ ივერი ეხმიანება:
„მამაო ბევრის სათქმელი თქვით. მე ევროპის მოქალაქე ვარ!!! ავსტრიამ დამაფასა, მან გამხადა საოპერო ვარსკვლავად, მან მომცა მოქალაქეობა და საპატიო მედალი და ახლა ვამტკიცო ის რომ ევროპისკენ ვარ და დროშიანი პოსტები ვდო... იგივეა, შავთმიანმა ამტკიცოს შავგვრემანი ვარო. რა თქმა უნდა ეს ასეა და დღეს მართლაც ერის მოღალატე უნდა იყო რომ ოკუპანტი, რეჟიმმომპალი რუსეთის მეხოტბე და მისი იდეების გამტარებელი იყო, მაგრამ მონა და ზომბი არავისი არ უნდა იყო! მიუხედავად ავსტრიის ჩემდამი პატივისცემის გამოხატულებებისა, მათთვის მე მაინც ყოველთვის "Georgische Sopranistin" ვიყავი და ვრჩები. ეს ყოველთვის მსიამოვნებდა და ეს ასეც უნდა იყოს. შენი მე და თვითმყოფადობა არ უნდა დაკარგო... იმ ევროპისგანაც და იმ ამერიკისგან ასე უფრო ფასდები.
"ბრმა მონას" და ყველაფერში წამხედურა სახელმწიფოებს "ქვეშეცნეულად" მათ თვალში ავტორიტეტი არ აქვთ. აქ ჩამოსულებს, რაღაც შენი და განსხვავებული რომ ხვდებათ... რაც იქ არ აქვთ, სწორედ ეს მოსწონთ მათ ჩვენში.
ორი აზრი არაა, რომ მათ დემოკრატიულ პრინციპებს ვიზიარებთ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანები, სწორედ ეს წესრიგი, კანონმორჩილება, გამჭვირვალობა მიყვარს მათში, მიუხედავად მათი უმკაცრესი შემოწმებებისა, ზედამხედველობის, თუნდაც თანხების და შემოსავლების მიზნობრიობის ამბავში... ისინი ძალიან ერიდებიან იარლიყებს: აგენტი, შპიონი, ჯაშუში, მზვერავი და ა.შ. და ასეთი მიდგომები ჩვენშიც უნდა დავნერგოთ. ჩიხიდან გამოსავალსაც ყოველთვის ცივი გონებით, სიწყნარეში, დიალოგში და მშვიდობის დროს იღებენ და მათ ნაკლსაც ოსტატურად ნიღბავენ. ეს ყველაფერი შესასწავლი გვაქვს მათგან! მშვიდობა და აღმავლობა ჩვენს ქვეყანას!“,- თამარ ივერი.