გოგა მანიას წინასწარმეტყველება ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე
1795203712
გარდაიცვალა ქართველი მოჭიდავე და MMA-ს მებრძოლი ნიკოლოზ ბიბილაშვილი. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნიკოლოზი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა და იქ დაოსტატდა. ის წარმატებით ასპარეზობდა ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. იყო საქართველოს ძიუდოს და სამბოს ნაკრებების წევრი, განსაკუთრებული მიღწევები კი სამბოში ჰქონდა.
იგი ჯუდოში საქართველოს ჩემპიონი, სამბოში კი ევროპის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი გახლდათ.სპორტსმენი აქტიურ კარიერას MMA-შიც აგრძელებდა. სულ რაღაც სამი კვირის წინ მან GFC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლა.