„მოგვენატრება შენი ღიმილი და ცისფერი თვალები...“ - მაკა ზამბახიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მაკა ზამბახიძე

მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლის, მიხეილ ჩოხელის ბებია გარდაიცვალა. ემოციური პოსტით მომღერალი ბებოს დაემშვიდობა და მასთან დაკავშირებული თბილი მოგონებები გააზიარა. 

„ნაზიკო ბებო - 88. მადლობა სიყვარულისთვის. სოფელი უშენოდ მოიწყენს. მაინც ვიტყვი, რომ ზემო ქედში-ნაზიკო ბენოსთან მივდივართ. მოგვენატრები, მოგვენატრება შენი ღიმილი და ცისფერი თვალები. სულ მეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მე მაინც შევძელი შენი ბევრი ფოტოს და ვიდეოს მოგროვება. მშვიდობით, ნაზიკო ბებო“, - წერს მაკა ზამბახიძე.

✕