1728312638
მის ტაილანდმა სილამაზის კონკურსზე ნარჩენებით გაფორმებული კაბა მოირგო
ტაილანდელმა მსახიობმა და მოდელმა ანა სიუანგამ-იამმა ცოტა ხნის წინ თავისი ქვეყანა ცნობილ სილამაზის კონკურსზე, მის სამყაროზე, წარადგინა. საღამოს კაბების ჩვენებაზე მოდელმა ორიგინალური კოსტიუმი მოირგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიუანგამ-იამის კაბა გაზიანი სასმელების ქილების გასახსნელებითა და სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. ცხადია, ამ კაბის ჩვენებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ადამიანები მისი მნიშვნელობითაც დაინტერესდნენ. შეკითხვებს პასუხი თავად ანამ გასცა, როცა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.
„ამ კაბის შთაგონების წყარო ჩემი ბავშვობისდროინდელი გარემო გახლდათ. მე ნარჩენების შემგროვებელ მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, ჩემი ცხოვრება კი სწორედ ნარჩენებითა და გადამუშავებადი ნივთებით იყო გარშემორტყმული",- წერს ის.
View this post on Instagram
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888