"მის სიმღერებს ჩემს განვლილ ცხოვრებას ვამსგავსებ და თავს ემოციურად კარგად ვგრძნობ..." - ნუკა კვალიაშვილი ზაზა შენგელიას პასუხობს

nuka

ცოტა ხნის წინ, "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელმა, ზაზა შენგელიამ, ნუკა კვალიაშვილის მისამართით, შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

"ალბათ, მენდობით სიტყვაზე, რომ ამ საქმეში მეთქმის ჩემი აზრი და დამეჯერება… ნიჭის და საოცარი ვოკალის ხარჯზე, ეს გოგო ნამდვილად არის უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში… ძალიან, ძალიან ცოტა მღერის მისნაირად… მან ფაქტობრივად ცოცხლად "შეჭამა" უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი"  წერს ზაზა ფეისბუქზე. 

ნუკა კვალიაშვილის მიერ შესრულებული Run To You-ს მოსმენა აქ შეგიძლიათ.

ნუკა კი "პრაიმტაიმთან", ზაზა შეფასებაზე, კომენტარს აკეთებს.

ნუკა კვალიაშვილი: ბატონ ზაზას უკვე წლებია ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან სასიამოვნო იყო მისგან ამგვარი შეფასება.

როდესაც მან ეს შეფასება გააკეთა, მაშინ ბავშვებთან ვიყავი და არ მქონდა წვდომა სოციალურ ქსელებთან. მოგვიანებით, როდესაც შევედი facebook-ზე და შევამოწმე სიახლეები, მაშინ შემხვდა მისი გაზიარებული პოსტი; მოულოდნელი სასიხარულო მდგომარეობა მქონდა, რისთვისაც საჯაროდაც გადავუხადე მას მადლობა და აქაც, თქვენი მეშვეობითაც დიდ მადლობას ვუხდი.

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის პოსტს და ძალიან სასიამოვნო იყო და არის ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანის სითბო და სიყვარული ვიგრძენი კიდევ ერთხელ. მადლობა მათაც ამ სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის.

Whitney Houston ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, არის იყო და იქნება ერთადერთი და განუმეორებელი ხმის მატარებელი. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული. ყოველთვის მინდოდა დავსწრებოდი მის კონცერტს და ძალიან განვიცადე, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე. მის ხმას ვერასოდეს ვერავის ვერ შევადარებ და ალბათ, ყოველთვის იქნება პლანეტის ხმად აღიარებული.

Whitney-ს სიმღერები არის ჩემთვის წყარო, მაქსიმალურად დავხარჯო ენერგია და ემოცია, რაც შინაგანად მიგროვდება და რაც სიმღერისთვის არის გათვლილი. ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს მოითხოვს, ასევე პასუხისმგებლობას და სიმღერის კულტურას. პარალელურად მიყვარს მისი სიმღერების ტექსტებიც და ძალიან ახლოს მიმაქვს ჩემს განვლილ ცხოვრებასთან. ემოციურად ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, როცა ვმღერი.         

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე

"დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია... ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა" - როდის და სად იკრძალება ტრისტან სარალიძე

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები