დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე. ბერიძის გარდაცვალება მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.
მერაბ კოსტავას მეუღლე, რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს მერაბ კოსტავას ცხოვრების ფაქტებიდან:
ოჯახის დიდი ტრაგედია
მერაბ კოსტავა ციმბირის გულაგში პატიმრობის დროს (გულაგი - შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო, სადაც პატიმრები იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში) შიმშილობდა. მას იძულებით ხელოვნურად კვებავდნენ.
შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.
ის სასჯელს კარცერში იხდიდა. შიმშილისგან დაუძლურებულ-დაოსებული გამოიყვანეს და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე ისევ კარცერში დააბრუნეს.
ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, პირველი წერილი მეუღლეს.
"გამარჯობა, რუსუდან... გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს. უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.
ვარ იგივე მდგომარეობაში. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით. შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი..."
„ორთვიანი შიმშილობის შემდეგ კარცერიდან ამოიყვანეს. უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა და ისევ უკან ჩაიყვანეს. როგორი გადასატანია? მე მარტო მაინც არ ვიყავი... მისი პირველი წერილი მძიმე იყო. ირაკლის ამტყუნებდა, ეს რატომ ჩაიდინაო. მე ასე არ მითქვამს, რადგან, პირველ რიგში, თავის თავს დაუშავა... ამას ვერ გადახარშავ. მეუბნებოდნენ, რომ ხშირად ღამის სამ საათზე ადიოდა ირაკლის საფლავზე და იქ იჯდა.
მერაბს მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბავშვური ღიმილი... გულიანი სიცილი იცოდა - მანაც და ირაკლიმაც. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და გარეგნულადაც ჰგავდა. ქუჩაში აჩერებდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო. მაშინ უკვე იცოდნენ მერაბი. პატარა რაღაც შეიძლებოდა გახარებოდა. ერთხელ ლენინგრადიდან დამირეკა, თეთრი ხელთათმანები გიყიდეო.
ირაკლისთვის 16 წლამდე დიდი ავტორიტეტი ვიყავი. სასაცილო იყო. მერაბს რომ შეეკითხებოდა რამეს მუსიკაზე ან რელიგიაზე, რაც მერაბმა ჩემზე კარგად იცოდა, მერე ჩემთან მოვიდოდა ხოლმე“, - ჰყვებოდა მერაბის ცოლი, რუსუდან ბერიძე.