„მგონია, რომ ჯადოებს მიკეთებენ, ბევრჯერ უჩუქებიათ ნივთები, რომელიც...“ - ინტერვიუ რეზი ქირიასთან

რეზი ქირია

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, მორიგ ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი რეზი ქირიაა.

- რა არის შენთვის თავისუფლება?

- ჩემთვის თავისუფლებაა, როცა ადამიანები რასაც უნდათ, როგორც უნდათ ისე აკეთებენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

- ტრადიცია, რომელსაც ქართული რეალობიდან გააქრობდი...

- ტრადიციული ადამიანი ვარ, მომწონს ქართული ტრადიციები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღცები ცოტა გადაზედმეტებულია. 

- კარიერა VS ოჯახი

- ვფიქრობ, ორივე ერთად კარგია, რადგან როცა ოჯახი გაქვს, მნიშვნელოვანია კარიერის ქონა, რადგან ოჯახს ამით მოუარო. თუმცა, პირველ რიგში, ოჯახი. 

- გაქვს თუ არა აკვიატებული ცრურწმენა?

- მგონია, რომ ყველა ჯადოს მიკეთებს. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია. უჩუქებიათ ნივთები, რომლებიც ან დამტვრეულა, ან გაშავებულა და რაღაცნაირად, შემშინებია. 

- გაქვს კომპლექსები?

- ერთადერთი კომპლექსი მაქვს, ჩემი ჩაცმულობის სტილს ხალხი სხვანაირად აღიქვამს და მათი მზერა მეხამუშება.

- რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

- მჯერა, რეინკარნაციის. მგონია, რომ ჩვენი სული არ იკარგება, ცოცხლობს და სხვა სახით ისევ მოვდივართ.

- ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

- ალბათ, ვინმე ისეთი ადამიანი, რომელსაც კლასიკური ჩაცმის სტილი უყვარდა.

- როგორ სიკვდილს ისურვებდი?

- სწრაფს...

- ბავშვობაში მეგონა, რომ...

- ბავშვობაში მეგონა, რომ ვიქნებოდი ძალიან ცნობილი მსახიობი. ძალიან მიყვარდა ხალხთან კონტაქტი და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ მსახიობს უფრო გამომარჩევდნენ. ახლაც, მიყვარს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და „დაქოქილი“ ცხოვრება. არ მიყვარს ჩაკეტილობა. 

- ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში...

- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილის დაბადება იყო... რომ დაიბადა და ეს ადამიანი, რომელიც ხელში დავიჭირე, საოცარი გრძნობა იყო, რომელსაც ვერ აგიწერთ. 

- უარყოფითი თვისება/ჩვევა

- ძალიან ჯიუტი ვარ. თეთრზე ვამბობ რომ შავია და ამას ბოლომდე ვამტკიცებ. ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ამან ბევრჯერ უკან დამხია. რაც შეეხება ჩვევას, ბავშვობიდან თმაზე თამაში მიყვარს, ეს ცოტა დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ რაღაცნაირად მაწყნარებს. 

- რა არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაში, გაქვს რამის შეცვლის სურვილი?

- მე მგონი, არაფერს შევცვლიდი. ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ბიჭი...

- ყველაზე ცუდად რომელი დღე გახსენდება?

- ყველაზე ცუდად მახსენდება დღე, როდესაც ჩემი გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. ბევრი ამაგი ჰქონდა ჩემზე და მისი სიკვდილი ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო. 

- ის, რაც შენთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ...

- უნდა გაითვალისწინონ, რომ იყვნენ მართლები. მიყვარს სიმართლე, თუნდაც ცუდი, ვიდრე მომატყუოს და მერე გავიგო. მთავარია, მართალი ადამიანი იყოს და მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოდის ყველაფერი.

ასევე ნახეთ: 

რომელ „პრაიმ ჰაუსელთან“ ექნებოდა სასიყვარულო ურთიერთობა - რას პასუხობს კითხვას რეზი ქირია

„ახლა რომ ვიხსენებ, არ იყო სწორი... მეშინია... სხვისგან რჩევა რამდენჯერაც გავითვალისწინე, იმდენჯერ ცუდად დამთავრდა...“ -  ინტერვიუ რეზი ქირიასთან

„პატარა ასაკში, ამ გადაწყვეტილებას არავინ უნდა იღებდეს...“ - ბლიც ინტერვიუ რეზი ქირიასთან

როგორ გამოიყურებოდა რეზი ქირია წლების წინ - ნახეთ ფოტოები