პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ გამორჩეულ, ახალ მონაწილესთან, რეზი ქირიასთან მომდევნო ინტერვიუს გთავაზობთ.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- შემცვალა ჩემმა სამსახურმა, როცა მცხეთის მერიაში ვმუშაობდი. ჩამოვყალიბდი, ბევრი რამ ვისწავლე, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ბევრთან მქონდა შეხება. მერე საქართველოდან წავედი და ვისწავლე, როგორია მარტო ყოფნა. არც ბარგით წავსულვარ და არც ბარგით ჩამოვსულვარ. ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს - ხელის გულზე მატარებდნენ და უცბად, უცხო ქვეყანაში ისეთ რაღაცებს შევეჭიდე, რაც არასდროს გამიკეთებია. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდოდი...
- ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
- რასაც არ ვნანობ და მაგარი იყო, ესაა ოჯახი რომ შევქმენი და დღეს შვილები მყავს...
- სტიმულს მაძლევს...
- სტიმულს ისევ ჩემი შვილები მაძლევენ...
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- მინდა, დიდი ბიზნესი მქონდეს. ვცდილობ, რომ ვიმუშაო საკუთარ თავზე...
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- პირველი ჩემი მეუღლე იყო... ის 19, მე 20 წლის ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრეთ და აღვნიშნავდით, იქ ჩემმა მეგობარმა წამოიყვანა. გავიცანით ერთმანეთი, 6 თვეში შევუღლდით. ახლა რომ ვიხსენებ, არ იყო სწორი, მაგრამ ბავშვების გამო ნამდვილად არ ვნანობ. ასეთ პატარა ასაკში ამ გადაწყვეტილებას არავინ უნდა იღებდეს. ჯობს ჩამოყალიბდე, გქონდეს კარიერა, იგრძნო ვინ გინდა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- ვერასდროს ვიქნებოდი ნარკოდამოკიდებული, მოთამაშე და რეციდივისტი...
- მეშინია...
- ყველაზე მეტად ჩემი შვილების გამო მეშინია. მინდა ყოველთვის ყველაზე კარგად იყვნენ.
- რჩევას ვიღებ...
- რჩევას თითქმის არავისგან ვიღებ. საკუთარ თავზე ვსწავლობ... ბევრი მაძლევს რჩევას, მაგრამ რამდენჯერაც გავითვალისწინე, იმდენჯერ ცუდად დამთავრდა. რასაც გადავწყვეტ ხოლმე, თითქმის ყველაფერი ამართლებს.
- მოხუცი ვიქნები...
- მცხეთაში საკუთარი სახლში მაქვს, ჩემი სიბერე იქ წარმომიდგენია. იქ ვუყურებ ჩემს შვილიშვილებს როგორ დარბიან, როგორ ერთობიან... მექნება იმდენი ფული, რომ ყველა ისე დავაკმაყოფილო და ისეთი გახარებული ვამყოფო, რომ ამით მე დავტკბე.
ასევე დაგაინტერესებთ ↓