პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე პატარა მონაწილე, 19 წლის გიორგი ბრეგვაძე, რომელიც ახლა აუტსაიდერების სკამზე ზის და ხალხისა და ჟიურის მხარდაჭერის მოლოდინშია, „პრაიმტაიმთან“ მოლოდინებსა და ემოციებზე საუბრობს.
„ბრეჩკი“ ამბობს, რომ არ ელოდა, თუ აუტსაიდერების სკამზე აღმოჩნდებოდა.
„გურამს და გოგას ჩემთან ანტიპათია რომ ჰქონდათ, ეს ვიცოდი, მაგრამ არ ველოდი, აუტსაიდერების სკამზე რომ აღმოვჩნდებოდი. ანტიპათია კი გაჩნდა იქიდან, რომ ძალიან გულწრფელი მოთამაშე ვარ, არ ვფილტრავ არც ჩემს ფოტოებს „Instgram-ზე“, არც ჩემს ნააზრევს და ყოველთვის პირდაპირ ვაჟღერებ იმას, რასაც ვფიქრობ. არ მრცხვენია ამისი. გურამ შეროზია ბევრჯერ გავფაქტე, მან უტაქტო მიწოდა და აუტსაიდერების სკამზე დამსვა.
რაც შეეხება შაბათის ლაივს, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ჩემი დევიზია: თუ ცხოვრება გამოგიგზავნის ლიმონს, უნდა გააკეთო ლიმონათი და ჩემს გულშემატკივრებს აუცილებლად დავალევინებ და გავიზიარებ ამ ყველაფერს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერის, მე პროექტში ვარ რეპრეზენტაცია ყველა იმ ადამიანის, რომელსაც არ ჰქონია მიკუთვნებულობის განცდა, ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა თავს, ჰქონდა რაღაც განსხვავებულობის ეტიკეტი აკრული ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და მგონია, რომ მე ამ ადამიანებს ვჭირდები და ისინი მე მჭირდებიან.
მთავარი არ არის ზარები, მთავარია ის ემოციური კავშირი, რაც ჩემს გულშემატკივრებთან მაქვს. თუ სმს ლიდერი არ გავხდები და გახდება ევა, რომელიც არის ძალიან ღირსეული მოთამაშე, სჭირდება პროექტს და არის ძალიან ავთენტიკური, საკუთარ სიმართლეს აჟღერებს ყოველთვის, მგონია, ჟიური დამტოვებს მე, რადგან ვარ ძალიან გულწრფელი მონაწილე და კარგი იუმორის გრძნობის მქონე. ზოგს არ ესმის ჩემი იუმორი, მაგრამ შოუს ნამდვილად სჭირდება.
- რატომ გეძახის ყველა „ბრეჩკის“, ვინ შეგარქვა?
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი, გაცვლითი სტუდენტი ვიყავი, მე-10-11 კლასში. ვერც გიორგის მეძახდნენ, ვერც ბრეგვაძეს ენობრივი განსხვავების გამო, ამიტომ, მეძახდნენ ჯორჯს. გამოვთქვი პროტესტი და განვაცხადე, რომ სახლი ჯორჯი ზედმეტად გავრცელებულია, ჩემს პიროვნულ მახასიათებლებს არ ასახავს და შემარქვეს „ბრეჩკი“ - უნიკალური, განსხვავებული სახელი, რომელიც ბრენდად იქცა.