„გადაცემაში გოიმივით ხომ არ ავდგებოდი და დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს...“ - რას ამბობს „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ მარიამ ჩაგანავა

მარიამ ჩაგანავა

8 ოქტომბერს „პრაიმ ჰაუსი“ პროექტის ყველაზე სკანდალურმა მონაწილემ, მარიამ ჩაგანავამ დატოვა. მან მაყურებელს თავი საკუთარი პირდაპირობითა და გამორჩეული ვიზუალით დაამახსოვრა. რაც შეეხება სხვა მონაწილეების პოზიციას, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ის მათ არასამართლიანად ექცეოდა და ამცირებდა.

„პრაიმტაიმი“ პროექტიდან გამოთიშულ, პირველ მონაწილეს ესაუბრა. მარიამმა თავის გულწრფელობასა და პირდაპირობას  არც ამჯერად უღალატა.

მარიამ ჩაგანავა: რომ წამოვედი, გული არ დამწყვეტია, გამიხარდა, ოღონდ მართლა. იქ ერთი ადამიანიც კი არ იყო ისეთი, ვისთანაც შეიძლებოდა, რომ რაიმე სახის კომუნიკაცია დამემყარებინა. არც ერთ ადამიანთან არ მქონია საერთო ინტერესიც კი, ბანძები იყვნენ, ამას ხალხიც ხედავს. რომ წამოვედი, მწერენ, რომ მართალი ვიყავი. გამიხარდა ბეას და გიორგის პროექტში დარჩენა, ვფიქრობ, მათ უფრო სჭირდებათ ეს პროექტი, ვიდრე მე.

- თუმცა, თქვენი და გოგას მეგობრობა გამოიკვეთა...

- გოგას პროექტამდეც ვიცნობდი და კარგად ვიყავი მასთან. მისი საქციელი ძალიან სამარცხვინო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მაგათ ყველას სჯობს. გოგა იქნება, ვისაც ვუგულშემატკივრებ.

- მარიამ, რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?

- ჩემი მიზანი გამარჯვება და ბინის მოგება არ ყოფილა, ვთქვი, რომ იქ იმათ „სათრევად“ ვიყავი. თავიდანვე ვხედავდი, რა გოიმი „სასტავი“ იყო. წავედი, „ვათრიე“ 1 კვირაში და წამოვედი. ჩემი აზრით, ყველაზე „დასტოინად“ და სუფთად წამოვედი.

- ხართ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული?

- საერთოდ არა. ვერც ვიქნები, ისეთი დაბალი დონის ხალხია, რომ მათგან არაფერი უნდა გეწყინოს.

- მონაწილეებს გქონდათ შესაძლებლობა, რეალითი შოუს დაწყებამდე ერთმანეთი მეტ-ნაკლებად კარგად გაგეცნოთ. რა განწყობა დაგეუფლათ, მაშინ მიხვდით, რომ საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებოდათ?

- ჩემი მისამართით დამცინავი კომენტარები, ბანძი ნამიოკები მოდიოდა ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. თითქოს, მკერდი მაქვს ამოყრილი და ა.შ. ასეთ სიგოიმეს რომ გეტყვის ადამიანი, მასთან ლაპარაკიც არ ღირს. სამარცხვინო... საქართველოს პრობლემაა ეს ზოგადად, გოგოს დასცინიან და ბანძი ნამიოკებით ცდილობენ ჩაცმულობის გამო დააბულინგონ. აქეთ დამაბულინგეს და მაგას ჩემზე ამბობდნენ, მე რეალურად დავცინოდი. მადლობა მითხრან, რომ უფრო კარგად არ „ვათრიე“. აქ, რა თქმა უნდა, ყველა არ მოიაზრება. იყვნენ ისეთები, რომელთანაც არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია.

ლაივზე ხატიამ ჩემზე მოიტყუა, რომ თიკას გოიმი ვუწოდე. როდესაც სტუმარი მოსვლას აპირებდა, ახალი გაღვიძებული ვიყავი. მგონი, სალომემ მითხრა, გამოდიო, რაზეც ვუპასუხე, რომ რა სტუმარი, მეზარება, სტუმრის გამო ხომ არ ავდგები-თქო. სიტყვა გოიმი არ მიხსენებია. ისიც არ ვიცოდი, ვინ იყო შემოსული.

- თუმცა, თქვენ საპასუხოდ არაფერი გითქვამთ...

- არც მაქვს სურვილი, რომ თიკამ სიმართლე გაიგოს. ეგრე რომც ყოფილიყო, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ამაზე რომ ვარდები, შენ ხარ ყველაზე დიდი გოიმი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

გადაცემაში მართლა გოიმივით ხომ არ ავდგებოდი და დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს. საბას გამოგდების შემთხვევაში, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს დისკრიმინაცია კი არა, ქაჯობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ტელეფონზე საუბარიც დადგმულია, ჩვეულებრივი ტყუილია. ვფიქრობ, გაუჩალიჩეს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პროექტის შემდეგ?

- არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი მცნობს. ზოგი გამომელაპარაკა კიდეც, უარყოფითი კომენტარები მხოლოდ ფეისბუკში მხვდება, რაც ძალიან არ მაინტერესებს. ბევრი შეტყობინება მომდის იმასთან დაკავშირებითაც, რომ მართალი ვიყავი და ჩემი დაბრუნება სურთ.

- ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში კლასელების დედებს მიმართე, რა მოხდა?

- ერთ-ერთმა ჩემი კლასელის დედამ ჩემზე მომზადებული და თქვენთან გამოქვეყნებული სტატია გადააზიარა და დააწერა, ამ ბავშვს რაღაც უშველეთო. ავიღე ეს პოსტი, Instagram-ში გადავაზიარე და დავაწერე: ეს @@@თა კლასები სად შეიკრიბეთ მეთქი. შემდეგ წაშალა.

- და ბოლოს, რა ხდება პირადში?

- პირადში არაფერი ხდება, თავისუფალი ვარ. ზოგადად, მიყვარს თავისუფლება. ჩემს ცხოვრებაში არც გამოჩენილა ისეთი ადამიანი, რომ რამე შეიცვალოს.