1740251310
„...ვიქნები ადამიანი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე პატარა მონაწილე

„პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე პატარა მონაწილე 19 წლის გიორგი ბრეგვაძეა. ის სტუდენტია და პარალელურად, რეპეტიტორი.
„ქვეყანაში დავბრუნდი იმიტომ, რომ ვჭირდები. თუ ყველა გავიქცევით, რეალურად, რუსეთს შერჩება საქართველო. „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ვსწავლობ, ბიზნეს-ადმინისტრირებაზე. 100%-იანი გრანტით. ახლა ვარ ინგლისურის რეპეტიტორი, მყავს ბავშვები, რომლებსაც ინგლისურს ვასწავლი. ემიგრანტებსაც ვამეცადინებ.
ასეთი შეხედულება არის გავრცელებული, რომ რეალითი დაფუძნებულია დრამაზე, ჩხუბზე, ინტრიგებზე, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს.“ - ამბობს მონაწილე.