მალე Euphoria-ს გერმანულ ვერსიას გადაიღებენ

ეიფორია

მაყურებელი მალე HBO-ს პოპულარული შოუს, Euphoria-ს გერმანულ ვერსიას იხილავს. გერმანულმა კომპანია Zeitsprung Pictures-მა სერიალის გადაღების უფლება უკვე მოითხოვა და რეჟისორებიც დაიქირავა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

Euphoria-ს თავდაპირველი ვერსიის პრემიერა, რომელიც რონ ლეშემმა და დაფნა ლევინმა შექმნეს, ისრაელში შედგა. თუმცა შოუს დიდი აღიარება HBO-ს მიერ შექმნილმა ვერსიამ მოუტანა. სერიალი სკოლის მოსწავლეების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და იმ პრობლემებს უსვამს ხაზს, რომლებიც მათ ნარკოტიკებთან, ძალადობასა და საზოგადოებასთან მიმართებაში აქვთ.

შეგახსენებთ, რომ Euphoria-ში მთავარ როლს ზენდეია ასრულებს, რომელმაც რუ ბენეტის როლისთვის ემი 2020 და 2022 წლებში მიიღო. სერიალში ასევე მონაწილეობენ ჰანტერ შეფერი, სინდი სვინი, ჯეიკობ ელორდი, ალექსა დემი და სხვა. Euphoria-ს მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.