"მადლობა ღმერთს, რომ ლიზას ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს..." - მაია ჯაბუა სიძეზე გვიყვება

liza

მაია ჯაბუა კონცერტზე ფიქრობს. საყვარელ ავტორებს სიმღერების დაწერა შეუკვეთა. 

"როდესაც კომპოზიტორი სიმღერას გჩუქნის, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია", - ამბობს მომღერალი. 

რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში, მაიას ქალიშვილი, ლიზა ყენია საკუთარ დაბადების დღეზე დანიშნეს. ლიზა და მისი რჩეული ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ. სიძით აღფრთოვანებულმა მაიამ ემოციები "პრაიმტაიმთან" ვერ დამალა.

მაია ჯაბუა: ლიზა კარგად არის. ახალ პროგრამაზე მუშაობს, არანჟირებების გაკეთებაში მეგობარი ევროპიდან  ეხმარება და ისიც საკონცერტოდ ემზადება. უმეტესად ინგლისურენოვანი სიმღერები აქვს, თუმცა ქართულიც ექნება. კონცერტს თბილისში გეგმავს. მე მგონი, კარგ კონცერტს გვიჩვენებს.

მიჭირს ასე შორს რომ არის, მაგრამ მშვიდად ვუყურებ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ახალი ნაბიჯის გადადგა სურს ცხოვრებაში თუ - შემოქმედებაში. 

რაც შეეხება გიორგის, ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ დაუჯერებელიც კი არის, რომ ნამდვილად შეიძლება ასეთი ახალგაზრდა რეალურად არსებობდეს.

გიორგი სერიოზულ იაპონურ კომპანიაში მუშაობს და წარმატებული ადამიანია. თავის საქმეში დიდი პერსპექტივა ელის. 

მადლობა ღმერთს, რომ ლიზას ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს. მე ლაპარაკიც კი მიჭირს. არც მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო გიორგიზე. ის იმდენად კარგია, რომ ვერაფერს დავამატებ.

მინდა ორივეს მხოლოდ ბედნიერება და წარმატება ვუსურვო.

ჯერჯერობით ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ. თუმცა ახლა მთელი სამყარო მოძრაობს, ერთ წერტილში არავინ ცხოვრობს. ლიზა და გიორგიც იმოძრავებენ. სადაც საქმე ექნებათ, იქ იქნებიან. ვფიქრობ, ზაფხულში ჩამოვლენ...

 

ასევე დაგაინტერესებთ:  Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

"გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი. ვგრძნობდი, რომ მაყურებლის წინ გარდავიცვლებოდი..." - შემთხვევა, რომელმაც მაკა შალიკაშვილი შეცვალა

"ამერიკა ადამიანებს შანსს აძლევს, სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი" - მზია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში 87 წლის გახდა

ვინ იყვნენ "ნატვრის ხის" პერსონაჟების პროტოტიპები - გაიცანით მარიტა, ფუფალა, ციციკორე...

"შპაგატშიც ჩაჯდა და ისე ითამაშა, მაყურებელმა არც იცოდა, რომ მძიმე სენს ებრძოდა..." - მარინა ჯანაშიას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა