პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე 1 კვირაა, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში „პრაიმ ჰაუსი“ გადის. რეალითი შოუ გუშინ პირველმა მონაწილემ, მარიამ ჩაგანავამ დატოვა, ახლა პირველობისთვის 15 მონაწილე იბრძვის.
„პრაიმტაიმი“ პროექტის ერთ-ერთ ყველაზე უკონფლიქტო მონაწილეს, თი მაჭავარიანს ესაუბრა, რომელმაც მონაწილეების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
თი მაჭავარიანი: რამდენიმე დღეა, რაც გადაცემა დაიწყო და უკვე ვგრძნობთ, რომ რამდენიმე ჩვენგანს ფსიქოლოგიურად გვიჭირს და ნერვებს ძალიან ავყევით. ჩვენი თანაცხოვრება თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. რაც სახლში ხდება ბევრი რაღაც, ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან მიუღებელია.
მიუღებელია თუნდაც ის, რომ ბიჭებს შორის გამუდმებით დაძაბულობაა. გოგოებს შორისაც, თუმცა ბიჭების შემთხვევაში უფრო საგრძნობლად ვხედავთ. ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება და შეგუება ძალიან მიჭირს. ვიცოდი, რომ დაძაბულობა იქნებოდა, მაგრამ ამას თავიდანვე არ ველოდი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ინტიმურ თემებზე და ტრავმებზე საუბარი პროექტში?
- სახლში რომ შემოვდიოდით, ყველა მონაწილემ კარგად ვიცოდით, სადაც მივდიოდით. ჩვენი პირადი ცხოვრება, კომპლექსები და ტრავმები არ უნდა წამოგვეღო პროექტში. იმიტომ რომ ყველაფერი რჩება ამის მიღმა და პროექტში ვართ კონკრეტული მიზნით.
შესაძლოა, შენ პირადი კომპლექსები გქონდეს, თუმცა ეს არ უნდა მოახვიო თავს. როდესაც იცი, 15 სხვა ადამიანთან გიწევს ერთი სახლის გაზიარება და ერთ სამზარეულოში საჭმლის მომზადება, არ არის აუცილებელი, რომ შენი პირადი ცხოვრება გამოიტანო იქ, სადაც სხვა ადამიანები ცხოვრობენ.
- ამბობენ, რომ ყველა კონფლიქტი ხელოვნურია...
- პროექტის დაწყების დღიდან რა კონფლიქტებიც ხდება არც ერთი ყოფილა ხელოვნური და დადგმული, ყველაფერი არის რეალური. კონფლიქტი იწყება თუ არა, კამერა ჯერ კიდევ არ არის მზადყოფნაში და მერე შემოდიან ოპერატორები რომ გადაიღონ. ამას ვიწვევთ ჩვენ და ჩვენი პირადი კომპლექსები.
შესაძლოა, ყველა ემოცია არ იყოს გულწრფელი, ვინაიდან ძალიან ბევრი მოთამაშე რეალურად თამაშობს. თუმცა, ის კომფლიქტები იმ თამაშის ფონზე ხდება ხოლმე.
- ყველაზე გამორჩეული მონაწილე ხართ, რომელსაც ამ დრომდე კონფლიქტი არავისთან მოსვლია...
- პატარა წაკამათება მომივიდა, ნერვების ბრალი იყო, თუმცა ყველაფერი გავიარეთ. ვხედავ სხვა მონაწილეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვხედავ, რომელს სჭირდება დახმარება და რომელს არა. ვისაც სჭირდება - აუცილებლად მივდივარ და ნებისმიერი სახით ვფიქრობ, რომ დავეხმარო.