„როცა მე ვიღვიძებ, ესენიც იღვიძებენ... მთელი შოუ მე ვარ...“ - „პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე სკანდალური მონაწილე

მარიამ ჩაგანავა

უკვე მე-5 დღეა, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები ერთ სახლში ცხოვრობენ. 

„პრაიმტაიმი“ პროექტის მონაწილეს და ამ კვირის ერთ-ერთ აუტსაიდერს მარიამ ჩაგანავას ესაუბრა. 

ჩაგანავა ამბობს, რომ სახლში დაძაბული ვითარება არ არის.

„ძალიან ვერთობი და ვიბუსტები ენერგიებით. პირადად ძალიან ბედნიერი და პოზიტიური ვარ ამ ყველაფრით. საერთოდ არ არის დაძაბული სიტუაცია. მე რომ არ ვყოფილიყავი, რაზე ილაპარაკებდნენ, არ ვიცი, ვიღვიძებ, საკენკს დავუყრი, ქათმებივით გამოცვივდებიან და მერე შეცვივდებიან. როცა მე ვიღვიძებ ესენი იღვიძებენ, როცა მე ვიძინებ ესენი იძინებენ. მთელი სკანდალი და შოუ მე ვარ“, - ამბობს მარიამ ჩაგანავა.