1728312638
„კანში უამრავი კომპლიმენტი მივიღე ჩემს ბრტყელ მუცელსა და აღნაგობაზე“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფი ნურაშვილი
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სოფი ნურაშვილი პლასტიკური ოპერაციის შედეგზე წერს. მისი თქმით, სასურველი და ლამაზი ფორმები მალევე მიიღო და ამას სხვებიც აღნიშნავენ.
„კანში უამრავი კომპლიმენტი მივიღე ჩემს ბრტყელ მუცელსა და აღნაგობაზე. მანამდე კარგად იცით ყველამ, როგორი დიდი კომპლექსი მქონდა დიდი წონის დაკლების მერე დარჩენილი ზედმეტი კანის, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის გარდა არაფერი შველის! 5 თვე გავიდა, პირველივე თვე გავსწორდი წელში, რეაბილიტაციამ უმტკივნეულოდ ჩაიარა და რაც უფრო მეტი დღე გადის, მით უფრო უმჯობესდება ჩემი შედეგი“ - წერს სოფი ნურაშვილი.