„იქირავა კოტეჯი, ტორტითა და ბეჭდით „მიიტყუა“, თვალები დაახუჭინა და...“ - ნინო ლეჟავა დედამთილი გახდა

lejava

ნინო ლეჟავასა და მიშიკო ზაქარიაშვილის ვაჟმა, ნიკუშამ იურისტი ნანიკო ლარცულიანი დანიშნა. როგორც ნინო „პრაიმტაიმს“ უყვება, ამ სიუპრიზის შესახებ იცოდა, თუმცა შვილის გეგმაში არ ჩარეულა. პირიქით, გვერდში დაუდგა და დღეს წყვილს ამ სიახლეს პირადადაც მიულოცავს.

ნინო ლეჟავა: ნანიკოს დღეს აქვს დაბადების დღე და ღამის თორმეტს რომ გადაცდა, ნიკუშამ დანიშნა.

ვიცოდი, ამ სიურპრიზს რომ უმზადებდა. რაც შემეძლო გვერდში დავუდექი, ხელი შევუწყე. იქირავა კოტეჯი, ტორტითა და ბეჭდით „მიიტყუა“, თვალები დაახუჭინა და ხელის გულზე ბეჭედი დაუდო. იყო ტრადიციული შეკითხვა - გამომყვები თუ არა ცოლადო? სხვა მეტი არაფერი ვიცი, იქ არ ვყოფილვარ. დღეს ავურბენ და მივულოცავ.

ალბათ, სექტემბერში ჯვარს დაიწერენ და ოფიციალურად იქორწინებენ. მე არასდროს ვერევი შვილების გადაწყვეტილებაში. ახლა სტატუსად მქვია დედამთილი, თორემ ვიცი, რომ ახლო მეგობარი და გულშემატკივარი ვიქნები. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები. მირჩევნია, როგორც მათ სურთ, ისე გავაკეთო. ეს იქნება მათი გამაბედნიერებელი და არა ისე, მე როგორც ვთვლი საჭიროდ.

ჩემს რძალუკას მოგზაურობა უყვარს და ვიცი, სადაც ვამოგზაურებ. ეს კი სიუპრიზია.  

რვა თვეა ერთმანეთს ხვდებიან. ნანიკო მალევე გავიცანი. არაფერში ჩავრეულვარ. ერთი ვთქვი, მიანდვეთ უფალს, ცხოვრებას, სამყაროს და ნუ დაჩქარდებით-მეთქი. ასეც მოხდა.