ავარია ქუთაისი-თერჯოლის გზაზე - არიან დაშავებულები
1738860566
ბლოგერი და ,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, თავს გადამხდარ ამბავსა და საზოგადოების ერთიანობაზე წერს.
,,ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა მეგობრებმა შეხვედრა დავასრულეთ (კი, ასე ადრე, დილის ათიდან უამრავი საქმე მაქვს ხვალ) და გავეშურე მანქანისკენ მარტო…
ჰოი საოცრებავ: არ დაიქოქა! ალბათ გაჩერებულზე დიდხანს ვსქროლე მანამდე, მერე ფარებიც დამრჩა და ფაფუ, დაჯდა აკუმულატორი.
თან წინა ღამით დილის ხუთზე დავიძინე, თავი მისკდება, აქოთებულ მაქსიმში გამოვიძახე პერემიჩკებიანი ტაქსი - 30 წუთია არ მოდის. (სხვას ზარი არ აქვს მგონი). ვაუქმებ და ვრეკავ ახლიდან, მესწერვება ოპერატორი: გააუქმეთ და ვერ მოგემსახურებიიით ბატონოო! ახლიდან ვუკვეთავ! არაა გააუქმეთ უკვე - ვთიშავ!
ვწერ მეგობარს, რომლის გამოც ვარ გამოუძინებელი, იქნებ დამეხმაროს, მის ნამუსზეა ჩემი თავის ტკივილი
- peremichkebi ki maqvs, magram vgulaob axla megobrebtan da xval moval.
მდაჰ, ოკ.
სხვა მეგობრებს დავურეკავდი, მაგრამ ახლა ლოგინიდან ვერავის ავაგდებ, სხვებსაც აქვთ საქმეები.
ამ დროს - მოდის ერთი მეზობელი (ორთაჭალა, გრიშაშვილზე ხდება მოქმედება), იგებს რა ხდება და გარბის, რომ მაშოვნინოს. მეორე ქუჩაში მანქანებს აჩერებს. მანქანებიც ჩერდებიან, დახმარებას გვთავაზობენ, ამასობაში კი გადის დრო, უკვე ორი ხდება, არ იძინებენ, რომ ასე არ დამტოვონ და დამეხმარონ.
დახმარების სურვილს ყველა გამოთქვამს, უბრალოდ ეს დედამო₾&₽ პერემიჩკა არ აქვთ. ზოგი რეკავს, ზოგი მეზობლებს აღვიძებს, ზოგი ლოცვებს აძლიერებს…:დ
დადგა უბანი ფეხზე :)) ვიშოვეთ, დავაერთეთ, დავქოქეთ, ცამდე მადლიერი ვარ! აი ასეთი გულისხმიერი და კეთილი ხალხი ვართ ქართველები, მეც რამდენჯერ გამიჩერებია დასახმარებლად.
მოკლედ, მინდოდა მეთქვა მადლობა! კარგი ხალხი ვართ, თავს მარტოდ არასდროს არ ვგრძნობ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე, არაფრის მეშინია, მეიმედებით და მიყვარხართ, ჩემი იმედიც სულ გქონდეთ.
პ.ს. ეს ფოტო ინციდენტამდე 20 წუთით ადრეა გადაღებული, ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცი, რა მელის.
ამაზე დიდი პრობლემა არ გქონოდეთ", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.