პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე მერიემ გოგაშვილი შაბათის ლაივზე აუტსაიდერის სკამს პირველად დაიკავებს.
მერიემი „პრაიმტაიმთან“ გულწრფელად საუბრობს, თუ რა მოლოდინები აქვს პროექტში დარჩენასთან დაკავშირებით.
„2 თვის განმავლობაში, პირველად ვარ აუტსაიდერი. ვნერვიულობ იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცი ჩემი ზურგი. არ ვიცი, ჩემი გულშემატკივრების რაოდენობა. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები. არ ვიცი, ხმის ლიდერი გავხდები თუ არა, იმიტომ, რომ ხმის ლიდერობაში გემას იმხელა ამბიციები აქვს... ადამიანი, რომელიც აჩენს თავის ამბიციებს ასე ნათლად, შემდეგ ცოტა ვუფრთხი, ეგ მომენტი მაქვს ახლა გემასთან. მე, რომელმაც არ ვიცი, ჩემი გულშემატკივრების რაოდენობა, ვერ ვიტყვი, რომ ხმის ლიდერი გავხდები. ეგ არავინ არ იცის.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, თითოეული შეტყობინებისთვის, გამოგზავნილი ყვავილებისთვის, პოზიტივისთვის და გვერდში დგომისთვის. რთულ დღეებში, მათი შეტყობინებები იყო ღიმილის მომგვრელი და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ჰეითერებს და კრიტიკოსებს, რადგან მათ ხარჯზე მე გავიზარდე, ბევრი რაღაც მასწავლეს“, - ამბობს მერიემ გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ
👉 VIDEO: პატარძალს გული წაუვიდა - კადრები ქორწილიდან, რომელმაც ხალხი აღაშფოთა
👉 ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად
👉 „შანსი არ გამოტოვოთ!“ - რა მოხდება 16 მაისიდან ასტროლოგების პროგნოზით
👉 VIDEO: აი, რა გააკეთეს გამვლელებმა, როცა ქუჩაში კაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა