გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ ახალ მონაწილეს, გემა ხაგუშს უფრო ახლოდან გაგაცნობთ. 29 წლის ახალგაზრდა ქალმა ოკუპირებული აფხაზეთი 2008 წლის შემდეგ დატოვა, სწორედ ამის შემდეგ ისწავლა ქართული ენა.
გემა ხაგუში: აფხაზი ვარ, 2008 წელს თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. ქართული ასე კარგად არ ვიცოდი, წერა-კითხვა, საუბარი აქ ვისწავლე. 14 წლის ვიყავი მაშინ, რუსული სკოლა დავამთავრე, შემდეგ უკრაინული უნივერსიტეტი. ჯერჯერობით, 5 ენა ვიცი: ინგლისური, რუსული, ქართული, უკრაინული და თურქული. ქართული ჩემთვის უცხო ენად ითვლება, რადგან 14 წლიდან ვისწავლე. გარემომ მარტივად მიმიღო, არავის უთქვამს, შენ აფხაზი ხარ, რა გინდა... პირიქით, ჩახუტებით მიმიღეს.
- რატომ მიიღეთ აქეთ წამოსვლის გადაწყვეტილება?
- ჩემი აფხაზი მამა რომ გარდაიცვალა, რომელიც ჩვენი ზურგი იყო, შევიწროება დაგვიწყეს. ჩვეულებრივი დევნილი ვარ, ძალიან მტკივა... ყველა რომ ამბობს, „წამო, ჩემთან სოფელში“, მე ვერ ვამბობ, „წამო, ჩემთან გაგრაში“. ძალიან მტკივა, მე იქ გავიზარდე, ყველაფერი ნანახი მაქვს. 19 და 21 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს... აღარც მაქვს სურვილი იქ წასვლის, სახლიც აღარ მაქვს, არ ვიცით, რა ბედი ეწია. გული აღარ მიმიწევს, ჩემი მეგობრები, კლასელები, ყველანი რუსეთში წავიდნენ. ერთადერთი ვარ, რომელიც აქეთ წამოვიდა და არა რუსეთში.
- რა ხდება პირადში და „პრაიმ ჰაუსში“ შემოსვლამდე რას საქმიანობდი?
- პირადში არაფერი ხდება, ვარ აბსოლუტურად თავისუფალი, აქამდე სამსახურზე გადამკვდარი ვიყავი, მშრომელი ადამიანი ვარ. თურქეთში და საბერძნეთში ვცხოვრობდი. ვებ დიზაინის მიმართულებით ვმუშაობ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში. შემიძლია, ნებისმიერი წერტილიდან ვიმუშაო.