„დავურეკე ვიდეოზარით, მის კართან ვიდექი... ორივეს ცრემლები გვდიოდა... “ - ინტერვიუ გემასთან

გემა

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ ახალ მონაწილეს, გემას მივმართეთ.

- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში? 

- მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, შემდეგ იურისტი. შემდეგ მარკეტინგის გახრა ავირჩიე, რადგან ვფიქრობდი, მეტი შემოსავალი მექნებოდა.

- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

- გაუჩინარების ნიჭი მინდა მქონდეს. გაქცევა არ მინდა, ერთ ადგილას გავქრები და სხვაგან გავჩნდები...

- ყველაზე მეტ დროს უთმობ?

- საკუთარ თავს;

- დედაჩემი მომკლავს თუ...

- დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარია, შეიძლება, არ მეთანხმებოდეს, მაგრამ მომყვება ბოლომდე.

- სად იცხოვრებდი?

- თურქეთში, ჩემი ოცნების ადგილია...

- რამ გაგაოცა ბოლოს?

- „პრაიმ ჰაუსში“ შემოსვლამ;

- პირველი სამსახური იყო...

- 17 წლის ვიყავი, მიმტანად ვმუშაობდი 8 ლარი მქონდა ხელფასი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

- რით ხარ გამორჩეული?

- ხასიათით, საკმაოდ ძლიერი ხასიათი მაქვს... სტრესს ძალიან კარგად ვუძლებ. 

- რით ხარ უკმაყოფილო?

- საქართველოში არსებული ხელფასებით.

- რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

- ტელეფონის, თუმცა, „ჰაუსში“ ისეთი გართული ვარ, მაქვს, არ მაქვს, მნიშვნელობა არ აქვს...

- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

- მრცხვენია უსამართლობის. მე რომ გავაკეთო ისეთი რამ, ან შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს დაუმსახურებლად... 

- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

- ძლიერი, ხასიათიანი, ცანცარა;

- ბოლოს რაზე იტირე?

- ცხოველებზე... პრობლემის გამო ძალიან დიდი ხნის წინ ვტიროდი...

- მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...

- ეს იყო შარშან, დაქალს დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთე. საზღვარგარეთ ვიყავი და არ იცოდა, რომ ჩამოვედი. დავურეკე ვიდეოზარით, მის კართან ვიდექი, შეიძლება, ბოლოს მაშინ ვიტირე, ორივეს ცრემლები გვდიოდა... 

- რას ნანობ?

- ვნანობ, რომ ზოგჯერ როცა საჭიროა, გაჩერება არ ვიცი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეთქებადი ვარ.... 

- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

- ცანცარს (იცინის) ცოტა სერიოზული გავხდებოდი. 30-ის მალე გავხდები და ცოტა სიცანცარე მაინც მაქვს...

- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

- „აქ დებილი არავინაა“;

- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

- დედაჩემი მყავდეს, სანამ მე ვარ ცოცხალი....