ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
მანანა თოდაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს სწორი კვების დამსახურებაა. მომღერლის რაციონში აღარ შედის ხორცი, არ სვამს შაქრიან სასმელებს და ფეხით დადის...
მანანა თოდაძე: ვარჯიშის დრო არ მაქვს. ფეხით ბევრს დავდივარ. ჩემს შემთხვევაში, ფორმის შენარჩუნებაში, წამყვანი ადგილი სწორ კვებას უჭირავს.
ბოლო ერთი წელია, რაც ხორცზე უარი ვთქვი. გეახლებით ქათმის ხორცს და იმასაც ათასში ერთხელ. ვიკვებები თევზით, ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით.
გვიან ჭამას არ ვერიდები. თუ მომშივდება, ვჭამ. ვმუშაობ, ხან იქ ვარ, ხან - აქ. ხანაც გადაღებაა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება და სადილს რომ გამოვტოვებ, მერე სახლში მისულმა კარგად უნდა ვივახშმო.
პურს ბევრ არ ვჭამ, მაგრამ აუცილებლად გეახლებით.
ჩემი საუზმე, ყოველ დილით არის კარაქიანი პური და ყველი, დიდი ფინჯანი ყავა ნახევარი კოვზი შაქრით. ორგანიზმმა 20-30 გრამი კარაქი უნდა მიიღოს. ყოველდღიურ რაციონში მაქვს კვერცხიც, მოხარშულიც და შემწვარიც.
მთავარია, გვიან მძიმედ მოსანელებელი საჭმელი არ მიიღოთ. როცა გვიან მშივდება, კიტრისა და პომიდვრის სალათს მივირთმევ მწვანილით, ბულგარული წიწაკით, ზეთითა და ძმრით.
თითქმის ყოველ დღე მაქვს წვნიანი. წვნიანი ორგანიზმისთვის აუცილებელია.
წყალი ძალიან მიყვარს. დღეში სამ ლიტრს ვსვამ. შაქრიან სასმელებზე უარს ვამბობ. თვითონ ვწურავ ფრეშებს, ფორთოხლის წვენს ყოველ დღე ვიღებ.
სწორი კვება ყველაზე სწორია.
შვიდ-რვა კილომეტრს ჩვეულებრივ გავდივარ. მრგვალ ბაღთან ვცხოვრობ და ვაკის პარკთან ჩავდივარ და ჩამოვდივარ. როდესაც საზღვარგარეთ ვარ, ქალაქების დათვალიერებაში, 12 კილომეტრიც თავისუფლად გამივლია...
