პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სიყვარულის დღე და საჩუქრები უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ოჯახი დაენგრა, რომანტიკულობა არ დაუკარგავს.
არის თუ არა შეყვარებული ცისანა სეფიაშვილი? ხმები დადის, თვალებიც უბრწყინავს, თუმცა ამას საჯაროდ არ ადასტურებს.
ცისანა სეფიაშვილი: მიყვარს დღესასწაულები, თარიღები და მათი აღნიშვნა. მსიამოვნებს ყურადღება, საჩუქრები... თუმცა ვალენტინობას ველოდები და ჩემთვის მნიშვნელობა აქვს-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ.
რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში მოვხვდი ვალენტინობას და მომეწონა გულებით მორთული ქალაქი. ძალიან ლამაზი იყო.
რომანტიკული ვარ. ვაფასებ ყველას, ვინც საჩუქარს მჩუქნის. მან ჩემზე იზრუნა, იფიქრა, თუნდაც ერი საათი, რითიც გამაბედნიერა.
- ცისანა სეფიაშვილი შეყვარებულიაო, ხმა მოვიდა.
- მე სულ შეყვარებული ვარ. სიყვარულზე ვარ შეყვარებული. გეტყვით იმას, რომ ყველაზე დიდი სიყვარული ჯერ არ მოსულა. მოვა! მოლოდინის რეჟიმში არ ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ მოვა აუცილებლად.
- გაახმაურებ თუ შენთვის ჩუმად იქნები ბედნიერი?
- სახლში ვიყვირებ (იცინის). როგორც მოხდება, ისე მოხდეს. წინასწარ ვერ გეტყვით.