მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
"ხათუნა, შენ ხარ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც კი გამაჩნია დუნიაზე!" - ამ სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე ზურა ხაჩიძემ თავის ცოლს, ხათუნა ჟორდანიას.
დაბადების დღემ სტუმრების გარეშე ჩაიარა. წყვილის უმცროს ქალიშვილს, ანასტასიას ომიკრონი აქვს... ამიტომ იუბილარმა დაბადების დღე ხატვაში გაატარა.
ხათუნა ჟორდანია: - დაბადების დღე ოჯახის წევრებმა ტორტით და ყვავილებით მომილოცეს.
ვინაიდან ანასტასიას ომიკრონი აქვს, ერთადერთი მეგობარი, რომელმაც გარისკა და მოვიდა, ანასტასიას ნათლია იყო, რომელმაც სასწაული ტირამისუ მომიტანა.
მაქვს ახალი გატაცება - ხატვა. ამიტომ მთელი დღე ხატვაში გავატარე. აკრილით ვხატავ. ხანდახან აკვარელსაც ვიყენებ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ზეთზე გადავიდე. რესტავრაცია გავუკეთე ძველ კამოდს. შევღებე, ლაკი წავუსვი და შრება. აი, ასე ხელსაქმით ვარ დაკავებული.
ახლა რუსა მორჩილაძისთვის ანგელოზს ვხატავ. კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტული იდეა მომდის. რუსასთვის მომინდა ანგელოზი დამეხატა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ანგელოზი ოჯახში რომ შეუფრინდება, ბედნიერებას და სიხარულს მოუტანს მის ოჯახს.
- ზურა ახალ ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე. მოგწონს წამყვანის ამპლუაში?
- ტელეწამყვანის ამპლუაში ძალიანაც მომწონს. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იღლება. ახალ გამოწვევებს სიამოვნებით და დიდი ინტერესით იღებს. მგონია, რომ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა დანარჩენ საქმეში. ის შრომისმოყვარეობა, ახლის ძიების სურვილი, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, მგონია, რომ კვლავ წარმატებას მოუტანს.
ძალიან მომწონს და ყველანი ვგულშემატკივრობთ.
გადაცემის ჩაწერის დღეს ძალიან ნერვიულობს. ყოველთვის აინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისაც მის მიმართ ობიექტური კრიტიკა არ მოერიდება.
წამყვანთა ექვსეულში ყველა წარმატებულია თავის სფეროში. ეს გუნდური პრინციპის გადაცემაა. ამიტომ არ იქნება ჭიდაობა პირველობაზე, ისინი ყველანი ისედაც პირველები არიან.
რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც "ღამის პრაიმთაიმის" წამყვანებს გამოჩენისთანავე მოჰყვა. ჯანმრთელი კრიტიკა მისაღები და გასათვალისწინებელია. ტყუილად ენის ლაყლაყის მიმართ კი, ჩემს ოჯახს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული.
მე ვამბობ, რომ მე გადამარჩინა იმან, რომ არ განვიკითხავ, მიყვარს ადამიანები და ვუტევებ მათ. ვუტევებ მათაც, ვინც მხოლოდ ღვარძლისა და ბოღმის გადმონთხევით არის დაკავებული.