დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს

ძროხები

 დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს. მედიის ცნობით, ამ ფასში შედის ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.