უკრაინამ „სტორმ შადოვის“ ტიპის ბრიტანული რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა

უკრაინა

უკრაინამ „სტორმ შადოვის“ ტიპის ბრიტანული რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები კურსკის ოლქში აღმოაჩინეს, ხოლო იეისკის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი რაკეტა გაანეიტრალა. რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული რაკეტების სავარაუდო გამოყენების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა უკრაინის თავდაცვის მინისტრსაც დაუსვეს, რაზეც პირდაპირი პასუხი ვერ მიიღეს. რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა თავის დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს.