„შემოგევლოს შენმა დედამ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის დედა

მამარდა

უკრაინასთან მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ყველაზე მეტი შექება თანაგუნდელებისგან დაიმსახურა - „მამარდა თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი უქნია, რასაც არ ვხედავთ ხოლმე. უკვე ისე ვიყავი, გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გადმოხტა გმირი და გადაგვარჩინა“ - ეს ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებაა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

24 წლის გიორგის საფეხბურთო სამყარო კარგად იცნობს. მასთან ერთად, ტრადიციულად, ქართველმა გულშემატკივარმა მისი ოჯახიც შეიყვარა. გიორგის უმშვენიერეს მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ის ყოველთვის მეორე ნახევრის გვერდითაა და ამხნევებს.

გიორგის მამას, დავით მამარდაშვილს ფეხბურთის სამყაროში კარგად იცნობენ. ფეხბურთელის დედა თამუნა ბლიაძეა. გიორგის ჰყავს და, ნინიკო, რომელიც სტუდენტია. 

ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის დედამ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უთბილესი წარწერა აქვს: „შემოგევლოს შენმა დედამ“.