ლოცვა, რომელიც დღეს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე იკითხება
1732173611
სამართალდამცველებმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნდობაში შედიოდნენ საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მათ თანხას სძალავდნენ.
საუბარია ჯამში, დაახლოებით, 620 000 ლარზე. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენას ცდილობს.