მოასწარით ეს ყველაფერი წლის ბოლომდე, თუ გინდათ 2025 წელი წარმატებული იყოს
1732088760
გიორგი კალანდარიშვილისთვის გაურკვეველი ნივთიერების შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, კირთაძეს 4 წლით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში საქმიანობაც აეკრძალა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
სასამართლომ დაადგინა საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის დარღვევა, რაც კომისიის საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. ცესკოს მიმართვის საფუძველზე ფაქტზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე 16 ნოემბრის შემაჯამებელ სხდომაზე შეასხა.