პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბუბა ჭოღოშვილმა გუშინ ნანკა გვარიშვილს ხელი სთხოვა. მსახიობების წყვილს ერთწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებს. ერთმანეთი "ახალ თეატრში" რეპეტიციებზე გაიცნეს.
ნანკა: ოღონდ აღარასდროს არ მითხრა, რეპეტიციების მერე გავისეირნოთო. გადავირიე.
ბუბა: დილის 12-დან ღამის თორმეტამდე რეპეტიციებზე, სულ ერთად ვიყავით და...
ნანკა: არ აქვს მნიშვნელობა. ღამის პირველზე რომ გვესეირნა, რა მოხდებოდა?! ერთ დღესაც შუა "პრაგონის" დროს გვერდზე მიდგება და მეუბნება, დღეს წამო, სადმე ვჭამოთო. მეთქი, ღმერთო...
ბუბა საზოგადოებამ ჩცდ-დან, ლევანიკოს როლით შეიყვარა, ნანკა მუსიკალურ პროექტში გამოჩნდა, ახლახან ორივე ერთად კულინარიულ შოუში ვიხილეთ.
მოკლედ, წყვილმა არჩევანი გააკეთა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.
"პრაიმტაიმს" თავის ემოციებს ნანკას დედა, ელიჩკა გვარიშვილი უზიარებს.
ელიჩკა გვარიშვილი: ვხვდებოდი, რომ მაქით მიდიოდა ყველაფერი და ნანკას და ბუბას ურთიერთობა ასე დაგვირგვინდებოდა. ძალიან გამიხარდა.
ბუბა ძალიან შემიყვარდა. ჩვენ ოჯახის წევრად მივიღეთ.
ერთი წელია ვიცნობ, ნიჭიერი, ზრდილობიანი ბიჭია. ნამდვილი ჯენტლმენია. აქვს კარგი იუმორი. რაინდული ადამიანია.
მე მგონი, ძალიან ბედნიერად არიან. ნანკა თავს კომფორტულად გრძნობს, მშვიდად არის. მიყვარს მათთან ყოფნა. ორივეს იუმორი აქვს, რაც აიოლებს მიდგომებს ყველაფრისადმი.
ბუბა ეკრანზე პირველად ვნახე დიტო ცინცაძის ფილმში "შინდისი"; არაჩვეულებრივად ასრულებს როლს, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავად
ორივეს საერთო პროფესია და ინტერესები აქვთ, მიზანდასახულები, ინტერესიანები არიან; რასაც იწყებენ, მერე მის მიმართ ინტერესი უჩნდებათ;
მოკლედ, კარგად არიან და იმედია, ასე გაგრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ: Video: "ცოლად გამომყვები?" - სად და როგორ თხოვა ხელი ბუბა ჭოღოშვილმა ნანკა გვარიშვილს
"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება