მომღერალ ლიზოს სამი მოცეკვავე უჩივის

ლიზო

მომღერალ ლიზოს ბულინგის, სექსუალურად შეურაცხმყოფელი საქციელისა და ზეწოლისთვის სამი მოცეკვავე უჩივის.

მოსარჩელე არიანა დევისმა და კრისტალ უილიამსმა სარჩელში განაცხადეს, რომ ისინი გაათავისუფლეს, ხოლო მესამე მოსარჩელე, ნოელ როდრიგესი, თავად წავიდა სამსახურიდან ლიზოს უმსგავსო საქციელის გამო.

მოცეკვავეები ამტკიცებენ, რომ 2023 წლის თებერვალში ამსტერდამში გრემის პრემიის ლაურეატ არტისტთან ერთად საკონცერტო მოგზაურობისას, ლიზომ ისინი ღამით სასეირნოდ დაპატიჟა, რაც საბოლოოდ "წითელი ფანრების ქუჩაზე" დასრულდა.

მათი თქმით, მომღერალი მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა მორიგეობით შეხებოდნენ შიშველ შემსრულებლებს და განეხორციელებინათ მათთვის მიუღებელი სექსუალური ხასიათის აქტივობები.

მოსარჩელეები ითხოვონ ზიანის ანაზღაურებას, ლიზოს დასჯასა და ადვოკატის ხარჯების დაფარვას.

ასევე ნახეთ:

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე დაშორდნენ - უცხოური მედია

VIDEO: სერენა ვილიამსმა შვილის სქესი საზეიმო ვითარებაში გაიგო

ტეილორ სვიფტმა სატვირთო მანქანის მძღოლები 100 000 დოლარით დააჯილდოვა