ბალენსიაგას ახალი გლობალური ამბასადორი ჰყავს

ბალენსიაგა

ქართველი დიზაინერის, დემნას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულმა ფრანგულმა მოდის სახლმა ახალი გლობალური ამბასადორი დაასახელა. მომავალი სეზონების განმავლობაში, მალაიზიელი მსახიობი, მიშელ იო შეუერთდება ბრენდის რჩეულ სახეებს და დემნას ახალ კოლექციებს წარადგენს, როგორც Balenciaga-ს სარეკლამო კამპანიებში, აგრეთვე სხვა საჯარო ღონისძიებებზე.

მიშელ იოუსთვის 2023 წელი შესანიშნავად დაიწყო. ფილმისთვის “Everything Everywhere All at Once” მიშელმა ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდოები მიიღო. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აზიელი ქალი, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიგო.

რაც შეეხება მსახიობსა და ბრენდს შორის თანამშრომლობის საწყისებს, უნდა გავიხსენოთ 2023 წლის კანის კინოფესტივალი, სადაც მიშელ იო პირველად გამოჩნდა ბალენსიაგას ოტ-კუტიურ კოსტიუმით. მას შემდეგ, მიშელი ვიხილეთ ბრენდის პარიზულ ჩვენებაზეც.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dedicated to Balenciaga by Demna (@demnagram)

 

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ნოემბერში ოცნებები აუსრულდებათ

გაიცანით, 13 წლის ნუცა გრიგალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

რატომ არ უნდა შეიტანოთ სახლში 2 ცოცხი და რამდენჯერ უნდა გადააბიჯონ ფეხი მას გასათხოვარმა გოგოებმა