ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს პრეზიდენტის დღეს ულოცავს. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფასები და ინფლაცია დაეცა, ქვეყანას ძლიერი არმია ჰყავს და კრიმინალი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
„გილოცავთ პრეზიდენტის დღეს! ფასები და ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცა. საფონდო ბირჟა და თქვენი 401k-ები (საპენსიო დანაზოგის გეგმა აშშ-ში) მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ჯარი ძლიერი და ძლევამოსილია, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები შესანიშნავია და ჩვენი საზღვარი 100 პროცენტით დაცულია. მკვლელობები (1900 წლის შემდეგ) და დანაშაული რეკორდულად დაბალია, ჩვენი ქვეყანა კი უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე!!! ბევრს ვმუშაობთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ!“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის დღე არის აშშ-ის ფედერალური დღესასწაული, რომელიც თებერვლის მესამე ორშაბათს აღინიშნება. თავდაპირველად ის დაკავშირებული იყო ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღესთან, თუმცა მოგვიანებით მან უფრო ზოგადი ხასიათი მიიღო. ამ დღეს აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებები და ბანკები, როგორც წესი, დახურულია.