17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა

ბედნიერება

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი გამომწერებს რჩევას აძლევს და მორიგი პრაქტიკის ჩატარებას ურჩევს.

„17 თებერვლამდე აუცილებლად მოვასწროთ ფსიქოლოგიური დაგროვილი „ვალების“ გაწმენდა. როგორც ყველამ იცის, 17-ში დგება არა მხოლოდ ნამდვილი ცხენის ახალი წელი მთვარის კალენდრით, არამედ მზის დაბნელებაც, რომელიც, როგორც გაირკვა, ყველა პროცესს ათასჯერ აძლიერებს.

ითვლება, რომ ამ პერიოდში იდება განზრახვა და მომავალი არა მხოლოდ 9,5 წლით, არამედ შეიძლება 18 წლითაც კი გავაძლიეროთ. ასე რომ, მეგობრებო, ეს მნიშვნელოვანი მომენტია და არ ღირს გამოტოვება. ასეთი შანსი ხშირად არ ხდება.

ამიტომ, გჯერათ ამის თუ არა, მაინც ჩამოვწერ რჩევებს. უახლოეს დღეებში სასურველია გაწმენდა როგორც სულიერად, ისე მენტალურად და ფიზიკურად.

14-დან 16 რიცხვამდე ჯობს ცხოველური წარმოშობის საკვების გარეშე ყოფნა, მარილიანი აბაზანების მიღება და სიმშვიდეში, სიჩუმეში დარჩენა. ხოლო 17-ში უკვე კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ თქვენი მომავლის განზრახვა და მკაფიოდ ჩაიწეროთ ის.
შემდეგ, მნიშვნელოვანია პატიება და წარსულის გაშვება, ყველაფრის მოკვეთა, რაც გაწუხებდათ: ადამიანები, სიტუაციები, ტრავმები, შიშები, ტკივილი. ოჯახური ველის ენერგეტიკის მოწესრიგება (ეს უფრო ქალებისთვისაა, რომლებიც, ჩემსავით, ცოტა „ჯადოქრობენ“), განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს შვილებსა და ქმრებს.
გარდა ამისა , მნიშვნელოვანია გათავისუფლება ზედმეტი ნივთებისგან, რომლებიც ენერგიას გვართმევს ,როგორც ფიზიკური, ისე ციფრული„მოგონებებისგან“.
შეაფასეთ თავად, რამდენად შეძლებთ ამას ეს საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ასე ძლიერად გათავისუფლება ფიზიკური ნივთებისგან, რომლებიც ენერგეტიკული ვამპირიზმის წყაროდ ითვლება.
ეს ეხება ნებისმიერ ურთიერთობას და განსაკუთრებულ „სულის კავშირებსაც“.

ვინც არ უნდა იყოს თქვენი ყოფილი პარტნიორი და როგორი ხანგრძლივი ან ინტენსიური არ უნდა ყოფილიყო თქვენი ურთიერთობა, მაქსიმალურად გათავისუფლდით მისგან! ამოისუნთქეთ, აპატიეთ, გაუშვით, დაივიწყეთ და ყველაფერი საფუძვლიანად გაასუფთავეთ.“ - წერს თამუნა იოსელიანი.