კახეთში, 13 წლის ბიჭმა სატვირთო მოიპარა - მფლობელმა ქურდობა საჯარიმო შეტყობინებით გაიგო

პატრული

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 წლის არასრულწლოვანმა სამეურნეო დანიშნულების მსხვილგაბარიტიანი მანქანა მოიპარა. ქურდობის ფაქტი, სოფელ კოლაგში ღამით მოხდა, როცა მანქანა მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული.
ავტომობილს მფლობელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ვენახში გადაადგილებისთვის იყენებდა.
მანქანის მფლობელმა ფაქტის შესახებ მაშინ გაიგო, როცა მობილურ ტელეფონზე საჯარიმო შეტყობინება მიუვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.ქურდობაში მხილებული პირი არასრულწლოვანია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ამიტომ სამართალდამცველები საქმეს მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენლის ზედამხედველობით აგრძელებენ.