პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნოდიკო ტატიშვილი 36 წლის გახდა. ამბობს, რომ უკვე იმ ასაკშია, როდესაც ყველაზე მეტად თავდაჯერებულია და თავს შეცდომების უფლებას ვერ მისცემს.
ცოტა ხნის წინ წმინდა მიწაზე მეათედ იყო. ქართველ-ებრაელების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა.
ტრადიციულად მოილოცა მაცხოვრის საფლავი. ისრაელიდან კი საბერძნეთში ჩაფრინდა და სალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გაახარა. იქ წინასწარმეტყველი წმინდა ბერის - პაისი ათონელის საფლავზე მოხვდა.
"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ დატვირთული პერიოდი აქვს, ჯერ ემიგრანტებისთვის ჩატარებული კონცერტები, წმინდა ადგილები, შემდეგ დაბადების დღე, ახლა კი კლიპის გადაღებას გეგმავს...
ნოდიკო ტატიშვილი: ემოციურად დატვირთული პერიოდი მაქვს. საოცარი დღეები გავატარე ისრაელში. წმინდა მიწაზე პირველად რომ მოვხვდი, დავდუმდი, მეორედსაც უარესი ემოცია მქონდა. ყოველ ჯერზე, არ ვიცი, ჩემში რა ხდება...
შემდეგ საბერძნეთში, სალონიკში ქართველმა ემიგრანტმა, ია ხუროშვილმა ჩემი სოლო კონცერტი გააკეთა. პირველად 2018 წელს, ვენაში მოაწყო ჩემი სოლო კონცერტი, სრული ანშლაგით. ახლა სალონიკში ცხოვრობს იაკო და მოკლედ, იქაური ქართველების წინაშე, მისი წყალობით წარვდექი. საოცრად თბილი კონცერტი იყო.
ემიგრანტებისთვის სიმღერა ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული. მათ ქართული სიმღერა და ყველაფერი ქართული ენატრებათ. დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. კონცერტის შემდეგ თავიანთ ტკივილზე მესაუბრებიან, ჩემი შვილი ამდენი წელია არ მინახავსო, ისე მენატრება ჩვენი ქვეყანაო და ასე შემდეგ. ამერიკაში მითხრა ერთმა ბიჭმა, დედა 15 წელია არ მინახავსო. თან რომ მელაპარაკებოდა, ცრემლები მოადგა თვალებზე. ძალიან დავითრგუნე. რამდენადაც დადებითი ემოციებით ვიტვირთები, იმდენად, ამგვარი საუბრებით, განცდებში ვვარდები და მერე ეს ემოციები მომყვება. კონცერტის შემდეგ, საათნახევარი ვრჩები, ვესაუბრები მათ, ფოტოებს ვიღებთ... გაზაფხულისკენ ევროპის რამდენიმე ქალაქში მომიწევს ჩასვლა და ემიგრანტებისთვის სიმღერა. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის.
სალონიკში ჩემთან ერთად დედაჩემი იყო. კონსულმა წაგვიყვანა წმინდა პასის ათონელის საფლავზე.
წმინდა პაისი ათონელი, ათონის მთის გარდა, რაღაც პერიოდი, სალონიკში მოღვაწეობდა და ამიტომ მას თესალონიკელსაც ეძახიან. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. დაუჯერებელი იყო. მანამდე მაცხოვრის საფლავზე ვიყავი. და მალევე მოვხვდი ამ წმინდა ბერის საფლავზე. სიწმინდეებში ვიყავი გადასროლილი.
ამასობაში მოვიდა ჩემი დაბადების დღე და გადავწყვიტე ბათუმში შევხვედროდი. მეორე დღეს ოზურგეთობას, რომელსაც იქ ალეგრობას ეძახიან, კონცერტზე ვიმღერე. წამყვანმა რომ გამოაცხადა, გუშინ ნოდიკოს დაბადების დღე იყოო, უცებ დამსწრე საზოგადოებამ - "რა ლამაზი დღეა" შემისრულა. საოცარი იყო. გამაბედნიერეს.
10 დეკემბრისთვის ჩემს ახალ საახალწლო სიმღერაზე ვიდეორგოლიც გამოვა. დეტალებს ვერ გეტყვით, გავამხელ იმას, რომ ეს სიმღერა ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმღერა იქნება.
მიხარია, რომ კონცერტები ტარდება. ჩემთვის კონცერტია მთავარი მასტიმულირებელი. როგორც კი სცენიდან ანთებულ თვალებს შევხედავ, ვიმუხტები და მეორე, მეხუთე სიცოცხლე მეხსნება. უნიკალური პროფესია მაქვს.
- და რა შინაგანი განწყობა მოგიტანა ამ ასაკმა - 36 წლის გახდი.
- ეს ის ასაკია, როცა უკვე რაღაცები არ გეპატიება. მოგეთხოვება, რომ იყო ბევრად უფრო დაკვირვებული. გააზრებული, ჩამოყალიბებული. ეს ასაკი ძალიან თავდაჯერებულს გხდის.
36 წელი არც თექვსტმეტია, არც ოცდაექვსია. აღარ გიქრის. მე მორიელი ვარ და გარკვეულწილად, ალბათ, ყოველთვის მიქრის, მაგრამ ვაბალანსებ. მე ის მორიელი ვარ, რომელიც საკუთარ თავს იშხამავს. იმდენად ვშხამავ საკუთარ თავს, რომ მერჩივნა, სხვა დამეშხამა. ვხუმრობ. თბილი მორიელი ვარ. მაშინ ვხდები შხამიანი, როცა კუდზე ფეხს მაბიჯებენ და ცდილობენ მატკინონ. თუმცა ეს იშვიათად ხდება.
შეგნებულად არავისთვის გული არ მიტკენინებია. 30-ს რომ გადავცდი, უფრო და უფრო დავიჯერე ბუმერანგის პრინციპის. კარგიც და ცუდიც უკან გვიბრუნდება. მადლობელი ვარ ღმერთის და სამყაროსი. აქამდე ისე მიცხოვრია, თვალი რომ გადავავლე, კმაყოფილი დავრჩი.
- კიდევ მარტოა ეს ბიჭი? აინტერესებთ და უპასუხე.
- ამ ეტაპისთვის არაფერსაც არ ვუპასუხებ. 36 წლის გავხდი და მინდა ვუპასუხებ და მინდა - არა (იცინის).