პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გია დავითიანს ეკა არჩვაძესთან ხელი ახალი მოწერილი ჰქონდა, როდესაც საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა ლექსი.
"ნამდვილი ამბავი" - ლექსი და სიმღერაც გიას ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა სუფრასთან, ვიწრო წრეში მოხდა.
მომღერალი "პრაიმტაიმთან" ლექსის დაწერის ისტორიას იხსენებს.
გია დავითიანი: ხელი რომ მოვაწერეთ, ბროწეულაში პურმარილი გვქონდა. იქ მივუძღვენი ეკუნას ჩემი სიმღერა. ქეიფის მეორე დღეს, ნაბახუსევზე, ეზოში მდებარე ჩემს "ხიჟინაში" გადავედი. დოქით ღვინო იდგა, დავისხი და დავლიე. ჩემს ეზოში ვარდები ყვავის. "ხიჟინის" ფანჯრებიდან მთელი ბაღი ჩანს. სიგარეტს მოვუკიდე, ვარდს ვუყურებ და მოვიდა მუზაც! ლიმონათების ყუთს ფურცელი მოვახიე და იქვე დავწერე ლექსი, სულ რაღაც ათ წუთში.
"ეს ის ბაღია, სადაც ვარდია, ეს ის ვარდია, სადაც ცვარია,
ეს ის ცვარია, ცრემლად მაყრია, სადაც ბაღია, სადაც სახლია.
ეს ის სახლია, ამ სახლში ქალია, ეს ის ქალი, ჩემი ჯვარია
ეს ის ჯვარია ცხოვრების გზაზე, მე რომ გულში მყავს და მაბარია...
ეს ის ბაღია, სადაც შენა ხარ და შენი ჯვარი გულზე მადვია,
ღმერთსა ვთხოვ კიდე ბევრი დღე ერთად - ეს ის ბაღია, ეს ის სახლია."
ეკუნა შემოვიდა, ნახა ნაგლეჯზე დაწერილი ეს ლექსი, გული აუჩუყდა და ატირდა... წაიღო ეს ნაგლეჯები და ჩარჩოში ჩასვა. რა საკვირველია, ეს სასიამოვნოა.
ეკუნამ ჩემი ცხოვრება გააფერადა. მადლობა ღმერთს.
ჩემს ასაკში სიყვარულს სულ არ ელოდები, მაგრამ როდესაც ის მოდის, ბედნიერდები.