სოფელ დიდგორის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

policiis lenti

სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით,  მანქანა სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. დაშავებულია 1 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.