3 მილიონიანი საყურეები და ულამაზესი ორეული - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ტეილორ სვიფტი „გრემის” დაჯილდოებაზე

ტეილორი

საყურეები, რომლებიც ტეილორ სვიფტს „გრემის” დაჯილდოების ცერემონიაზე ეკეთა 3 მილიონი დოლარი ღირს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ბევრი დეტალით იყო გამორჩეული. ბიონსემ გრემის რეკორდი მოხსნა - ის 32 გრემს ფლობს. წლის საუკეთესო ალბომის ტიტულის მფლობელი ჰარი სტაილსი გახდა. ტრიუმფატორებთან ერთად საყურადღებო იყო ვარსკვლავების ჩაცმულობა.

ამერიკელი არტისტი, ტეილორ სვიფტი წითელ ხალიჩაზე „რობერტო კავალის” ლურჯი ორეულით გამოჩნდა, რასაც Lorraine Schwartz-ის ძვირად ღირებული საყურეები შეუხამა, რომლის ფასიც სამი მილიონი დოლარია.