1786600068
2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ
უეფას სუპერთასის მატჩი პსჟ-სა და ასტონ ვილას შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფრანგული გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულებისთანავე, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, კვარაცხელიამ მორიგი ტიტული, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად აღნიშნა.
გასახდელში შესვლისთანავე კი ის დოპინგ კონტროლზე კიდევ ერთხელ შეიყვანეს, სადაც მოცდა 2 საათზე მეტი მოუწია.
კვარას პსჟ-ს ავტობუსი ელოდებოდა, თუმცა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ეს ავტობუსიც წავიდა და ქართველს ცალკე მანქანით მოუწია სასტუმრომდე მისვლა.
დოპინგ კონტროლიდან გამოსულს კი გასახდელებთან მას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი დახვდა.
კიტემ კვარას ჩემპიონობა მიულოცა, რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ კი კვარა სასტუმროსკენ წავიდა, "რედ ბულ არენა" თასით და მედლით დატოვა.












