„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
დერმატოლოგი ზაზა თელია „მედგიდს“ სტუმრობდა სადაც უპასუხა წამყვანის, სოფო ჯაფარიძის კითხვას – „იწვევს თუ არა შილაკი კიბოს?!“
„არა. შილაკი კიბოს არ იწვევს. აქ საუბარია დასხივებაზე. გაშრობისას, როგორც წესი გამოიყენება ულტრაიისფერი ან ინფრაწითელი სხივი. როდესაც ვუყურებთ ჩვენ მონაცემებს, ერთიც და მეორეც დამაზიანებელია. ერთიც და მეორეც უჯრედებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ერთიც და მეორეც აზიანებს დნმ-ს.
ზუსტად ეს ნათება, როგორც ულტრაიისფერი, ისე ინფრაწითელი სხივი არის დამაზიანებელი ჩვენი კანისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარკვეული ტიპის მონაცემები არსებობს, რომ ეს ნათება ასოცირებული შეიძლება იყოს კიბოსთან, რომელიც შილაკის შრობის დროს გამოიყენება“, – აცხადებს ზაზა თელია.