სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

საავადმყოფო

14 აგვისტოს ღამით  სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილებიდან პატიმარი გაიქცა. მსჯავრდებული გუმბა ა. რ.-ია.

იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში მკურნალობდა. ფაქტზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ საქმე აღძრა და მიმდინარეობს მისი ძებნა.