„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საბოლოოდ იქორწინა თავის რჩეულ ჯორჯინა როდრიგესზე. მედიამ გამართული ზეიმის ახალი დეტალები შეიტყო. როგორც The Sun წერს, რონალდუს დედამ მისი საიდუმლო ქორწილი გამოტოვა - ცერემონიას მხოლოდ ოთხი მეგობარი და ბავშვები ესწრებოდნენ.
როგორც აღინიშნება, დახურულ ცერემონიას, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა, არც ძმა და დები, ჰიუგო, ელმა და კატია ესწრებოდნენ. წვეულებაზე რონალდუს არც სხვა ნათესავები ყოფილან. გამონაკლისი მხოლოდ წყვილის ხუთი შვილი იყო: კრიშტიანუ-უმცროსი, ტყუპები ევა მარია და მათეო, ალანა და ბელა.
„რონალდუსა და ჯორჯინას ქორწინების მოწმობა ადასტურებს, რომ ცერემონიას მხოლოდ ოთხი მოწმე და წყვილის შვილები ესწრებოდნენ... მოწმეები გახდნენ ჯორჯინას და ივანა, კრიშტიანუს ძველი მეგობარი მიგელ პაიშანი, ასევე ესპანელი ცოლ-ქმარი — ხოსე როდრიგეს სანგილი და მისი ცოლი მონიკა გონსალეს მარტინესი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ზუსტად იმ დღიდან ერთი წლის თავზე იქორწინა, როდესაც სოციალურ ქსელებში ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. ამასთან, მეუღლეებმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე შეინარჩუნონ ის ქონება, რომელსაც ქორწინებამდე ფლობდნენ. 10 აგვისტოს, ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, მათ ლისაბონში ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულება გააფორმეს, რათა ქონების საკითხი განესაზღვრათ.