შეთანხმება მიღწეულია - ოსიმენი საუდის არაბეთში მიდის

კვარა და ოსიმენი

ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

 „ალ აჰლიმ“ ოსიმენთან შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია. საუბარია 4- წლიან კონტრაქტზე, წლიურად კი ნიგერიელი 40 მილიონ ევროს მიიღებს. ჯამში ის 160 მილიონს გამოიმუშავებს, თუ კონტრაქტის ბოლომდე საუდის პრო ლიგაში დარჩება.  ამის შესახებ La Gazzetta წერს.