"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების პირველ შეხვედრას, რომელიც 20 მარტს ერევანში გაიმართება, რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში იტალიელები იმუშავებენ – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მთავარი არბიტრი რადუ პეტრესკუ იქნება, მას რადუ გინგულეაკი და მირჩა მიხაილ გრიგორიუ დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ანდრეი ჩივულეტე იმუშავებს.
42 წლის რადუ პეტრესკუ ფიფა-ს მსაჯი 2012 წელს გახდა, ამჟამად უეფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრთა შორისაა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი („პლზენი“-„ბარსელონა“) პირველად 2022 წელს განსაჯა.
ვიდეორეფერის ფუნქციებს იტალიელები – ალეანდრო დი პაოლო და ფედერიკო ლა პენა შეასრულებენ.
საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში სომხეთს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.